Monday, June 8, 2015

LEQSEBI

გილოცავ! გილოცავ ! ახალ წელს გილოცავ . შენ - ვისაც სამშობლო გიყვარს.. . გელა ხარ! თინა ხარ! შოთა ხარ! ცირა ხარ! ეს სულერთია - ვინ ხარ. ახალი წელია... თოვლიც გვესალმება... თოვლიც გვესალმება ციდან... - ცრემლები?! - ცრემლებზე - ბოდიში! - ღიმილი?! - ღიმილი - რამდენიც გინდა... ბავშვებო! თქვენსავით მეც ვიყავ მოსწავლე ... მე დღესაც არ ვსწავლობ განა? ! ამიტომ ერთმანეთს, ამიტომ ერთმანეთს ვუსურვოთ ხუთებზე სწავლა ... გვიყვარდეს სამშობლო, სიმართლე გვიყვარდეს , გვიყვარდეს, გვიყვარდეს წიგნი ... რაც უნდა ისურვო , რაც უნდა ინატრო, - ესაა ყველაზე დიდი. გილოცავ! გილოცავ! ახალ წელს გილოცავ . შენ - ვისაც სამშობლო გიყვარს.. . ზაზა ხარ! ლაშა ხარ! ვაჟა ხარ! ნინო ხარ! ეს სულერთია - ვინ ხარ! მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა! მოსწავლეთა ზამთრის არდადეგებზე ბაკუარიანის პიონერთა ბანაკში მოვხვდი . იქ ვნახე ქართველი პიონერები , რომლებმაც სიტყვაც კი არ იცოდნენ ქართული. ეს ჩემი ლექსი, ბავშვებო, არც შემოდგომას ეხება, არც სურათია ზამთრისა, არც გაზაფხულის შექება. ეს ლექსი გახლავთ აუგი - მე გამოვდივარ ძაგებით იმ თქვენი თანატოლების, იმ თქვენი ამხანაგების , საუბედუროდ, რომელნიც ისე აღზრდილნი არიან, ქართულად ხმას ვერ იღებენ , რუსულად - გაგიხარია! რუსულის ცოდნა, იცოცხლე , სახარბიელო რამ არი , მაგრამ ეს უნდა იცოდე - მშობლიურია მთავარი. ენა არ გაწყენს არც ერთი , უნდა იცოდე რამდენიც; ოღონდ არ უნდა დაჰკარგო ქართული სიტყვის ნათელი ! მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა , რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს , ვინც ვერ ახერხებს ქართულად წერას, კითხვას და ლაპარაკს. ვინც არც იცის და არც უნდა იცოდეს ჩვენი წარსული; ვინც ხმას ვერ იღებს ქართულად , არც სხვისი ესმის ქართული . განა იმისთვის იბრძოდნენ წარსულში მამა-პაპანი - დღეს შვილმა აღარ იცოდეს სისხლით დაცული ანბანი? ! თუკი წინაპარს შანთებით ვერ დაავიწყეს ქართული , თუ დღესაც მღერის ქართველი ფერეიდანში ფანდურით, შენ აქ რა ღმერთი გაგიწყრა , ვინ იყო შენი გამზრდელი , შენი გულისთვის დამიწდა როცა ამდენი ქართველი? ! მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა , რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს , ვინც ვერ ახერხებს ქართულად წერას, კითხვას და ლაპარაკს. ენა ქართული ქართული მარტო ენაა?! - ქართული ქართველთ რწმენაა! ღმერთია! ბედისწერაა! ზღვა როა! - იმოდენაა! მე ისევ მოვალ სულ რამდენიმე, ორი თუ სამი, იმედად ჩემდა, არსებობს სახლი, _ სადაც მე ძალმიძს, _ ყოველ დროს ძალმიძს _ მოულოდნელად დავრეკო ზარი. ერთ-ერთი მათგან სახლია შენი, რომელიც მელის, _ ყოველ დროს მელის. და, ერთხელ, როცა, და, ერთხელ, როცა ეგ სახლი შეწყვეტს ჩემდამი ლოდინს, _ მე ისევ მოვალ, კვლავ შენთან მოვალ, _ მხარზე ჩემივე საფლავის ლოდით.…

No comments:

Post a Comment