Monday, June 8, 2015
LEQSEBI
გილოცავ!
გილოცავ
! ახალ წელს გილოცავ
. შენ
- ვისაც სამშობლო გიყვარს..
. გელა ხარ!
თინა ხარ!
შოთა ხარ!
ცირა ხარ!
ეს სულერთია
- ვინ ხარ.
ახალი წელია...
თოვლიც გვესალმება...
თოვლიც გვესალმება ციდან...
- ცრემლები?!
- ცრემლებზე - ბოდიში!
- ღიმილი?!
- ღიმილი
- რამდენიც გინდა...
ბავშვებო!
თქვენსავით
მეც ვიყავ მოსწავლე
... მე დღესაც არ ვსწავლობ განა?
! ამიტომ ერთმანეთს,
ამიტომ ერთმანეთს
ვუსურვოთ ხუთებზე სწავლა
... გვიყვარდეს სამშობლო,
სიმართლე გვიყვარდეს
, გვიყვარდეს,
გვიყვარდეს წიგნი
... რაც უნდა ისურვო
, რაც უნდა ინატრო,
- ესაა ყველაზე დიდი.
გილოცავ!
გილოცავ!
ახალ წელს გილოცავ
. შენ - ვისაც სამშობლო გიყვარს..
. ზაზა ხარ!
ლაშა ხარ!
ვაჟა ხარ!
ნინო ხარ!
ეს სულერთია
- ვინ ხარ!
მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა!
მოსწავლეთა ზამთრის არდადეგებზე
ბაკუარიანის პიონერთა ბანაკში მოვხვდი
. იქ ვნახე ქართველი პიონერები
, რომლებმაც სიტყვაც კი არ იცოდნენ ქართული.
ეს ჩემი ლექსი, ბავშვებო,
არც შემოდგომას ეხება,
არც სურათია ზამთრისა,
არც გაზაფხულის შექება.
ეს ლექსი გახლავთ აუგი
- მე გამოვდივარ ძაგებით
იმ თქვენი თანატოლების,
იმ თქვენი ამხანაგების
, საუბედუროდ, რომელნიც
ისე აღზრდილნი არიან,
ქართულად ხმას ვერ იღებენ
, რუსულად - გაგიხარია!
რუსულის ცოდნა, იცოცხლე
, სახარბიელო რამ არი
, მაგრამ ეს უნდა იცოდე
- მშობლიურია მთავარი.
ენა არ გაწყენს არც ერთი
, უნდა იცოდე რამდენიც;
ოღონდ არ უნდა დაჰკარგო
ქართული სიტყვის ნათელი
! მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა
, რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს
, ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს.
ვინც არც იცის და არც უნდა
იცოდეს ჩვენი წარსული;
ვინც ხმას ვერ იღებს ქართულად
, არც სხვისი ესმის ქართული
. განა იმისთვის იბრძოდნენ
წარსულში მამა-პაპანი
- დღეს შვილმა აღარ იცოდეს
სისხლით დაცული ანბანი?
! თუკი წინაპარს შანთებით
ვერ დაავიწყეს ქართული
, თუ დღესაც მღერის ქართველი
ფერეიდანში ფანდურით,
შენ აქ რა ღმერთი გაგიწყრა
, ვინ იყო შენი გამზრდელი
, შენი გულისთვის დამიწდა
როცა ამდენი ქართველი?
! მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა
, რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს
, ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს.
ენა ქართული
ქართული მარტო ენაა?! -
ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა! -
იმოდენაა!
მე ისევ მოვალ
სულ რამდენიმე,
ორი თუ სამი,
იმედად ჩემდა, არსებობს სახლი, _
სადაც მე ძალმიძს, _
ყოველ დროს ძალმიძს _
მოულოდნელად დავრეკო ზარი.
ერთ-ერთი მათგან
სახლია შენი,
რომელიც მელის, _
ყოველ დროს მელის.
და, ერთხელ, როცა,
და, ერთხელ, როცა
ეგ სახლი შეწყვეტს ჩემდამი ლოდინს, _
მე ისევ მოვალ,
კვლავ შენთან მოვალ, _
მხარზე ჩემივე საფლავის ლოდით.…
Subscribe to:
Posts (Atom)